“საშინელ ტანჯვაში იღუპებიან“ - “აზოვის“ პოლკის მეთაურის მოადგილე მიმართვას ავრცელებს
"აზოვის" პოლკის მეთაურის მოადგილემ, კაპიტანმა სვიატოსლავ პალამარმა, მშვიდობიანი მოსახლეობის და დაჭრილი ჯარისკაცების ევაკუაციის თხოვნით ვიდეომიმართვა გაავრცელა.
“მოვუწოდებთ მსოფლიო თანამეგობრობას, დაგვეხმაროს მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაციაში და მივმართავთ უზენაეს სარდალს, იზრუნოს დაჭრილ ჯარისკაცებზე, რომლებიც არაადეკვატური მკურნალობის გამო საშინელ ტანჯვაში იღუპებიან.
მოგვეცით შესაძლებლობა, გავიტანოთ ჯარისკაცების ცხედრები, რათა უკრაინელებმა შეძლონ საკუთარ გმირებთან დამშვიდობება. მტერი არ იცავს არანაირ ეთიკურ ნორმას, კონვენციას ან კანონს, ანადგურებს ხალხს“, - განაცხადა პალამარმა.