loader

“ჩვენი ოფიცრები გაცილებით კვალიფიციურები არიან! უკრაინელებმა არ იცოდნენ დასავლური იარაღი, უცხოელებმა საბჭოთა იარაღი - ჩვენები უხსნიდნენ... უნივერსალური ქვეყანა ვართ“ - ალეკო ელისაშვილი გასაოცარ ფაქტებს იხსენებს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

“ჩვენი ოფიცრები გაცილებით კვალიფიციურები არიან! უკრაინელებმა არ იცოდნენ დასავლური იარაღი, უცხოელებმა საბჭოთა იარაღი - ჩვენები უხსნიდნენ... უნივერსალური ქვეყანა ვართ“ - ალეკო ელისაშვილი გასაოცარ ფაქტებს იხსენებს

“სიმართლე რომ გითხრათ, ჩვენი ოფიცრები გაცილებით კვალიფიციურები არიან. არ ვაკნინებ უკრაინელებს, იმიტომ, რომ არანორმალური მოტივაცია აქვთ. კვალიფიკაციას ფარავს მოტივაცია და თავგანწირვა. სახლებს იცავენ, ოჯახებს იცავენ. იქ ბრძოლაში ვნახე ჩვენი მეომრები... ჩვენთან ხომ შევარდნაძის პერიოდში დაიწყო წვრთნებისა და აღჭურვილობის პროგრამა და ამ დროის განმავლობაში უწყვეტი წვრთნები ჰქონდა ჩვენს ჯარს.

ჩვენი მეომრები, ოფიცრები და სერჟანტები ისეთი კვალიფიციურები არიან... მე ვნახე იქ ოფიცრები?!. მაგალითად გეტყვით, რომ ჩვენმა მეთაურმა ისეთი კოორდინატები გადასცა უკრაინულ არტილერიას, რომ 4 ჭურვი ისროლეს და ოთხივე ბე-ემ-პე ააფეთქეს. მერე არტილერისტები ეძებდნენ, რომ ვინ იყო, ვინც ასეთი კოორდინატები მოგვაწოდაო. უზუსტესი კოორდინატები იყო...

უკრაინელებმა არ იცოდნენ დასავლური იარაღი და ჩვენები უხსნიდნენ ხოლმე. უცხოელებმა არ იცოდნენ საბჭოთა იარაღი: კალაშნიკოვები, პე-კა, ერ-პე-გე... ჩვენები უხსნიდნენ უკრაინელებს დასავლურ იარაღს და უცხოელებს საბჭოთა იარაღს. აი, უნივერსალური ქვეყანა ვართ.

იქ ქართველ მეომრებს აქვთ ძალიან დიდი სახელი.

მთელი ცხოვრება ამით ვიამაყებ, ერთ-ერთი გამორჩეული მებრძოლი იყო ჩემი მოსწავლე, რომელსაც ისტორიას ვასწავლიდი...“ - განაცხადა გადაცემაში Newsroom-ი პარტია "მოქალაქეების" ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა.