loader

"შევირყიე და შევიშალე, რაღაც ამოიღო შარვლიდან და გვაჩვენაო..." - სოციალურ ქსელში წერენ, რომ გლდანში პედოფილმა ბავშვები სადარბაზოში შეიტყუა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"შევირყიე და შევიშალე, რაღაც ამოიღო შარვლიდან და გვაჩვენაო..." - სოციალურ ქსელში წერენ, რომ გლდანში პედოფილმა ბავშვები სადარბაზოში შეიტყუა

სოციალური ქსელის ერთ-ერთ ჯგუფში გავრცელდა ინფორმაცია, რომ გლდანში პედოფილი შენიშნეს. როგორც ირკვევა, კაცმა 7 წლის ბავშვები სადარბაზოში შეიტყუა და მათ სასქესო ორგანო აჩვენა.

არსებული ინფორმაციით, ერთ-ერთი მშობელი სამართალდამცველებმა უკვე დაჰკითხეს. კომენტარებში საზოგადოების ნაწილი წერს, რომ მსგავსი ფაქტები ვარკეთილსა და მუხიანშიც დაფიქსირდა.

"მეგობრებო, გადავწყვიტე, გამეფრთხილებინეთ და დამეწერა აქ ის ინფორმაცია, რაც დღეს მოვისმინე, რომ გლდანში, მე-5 მიკროში, დაფიქსირებული იყო პედოფილი. ერთ-ერთ ჯგუფში წერდა ბავშვის დეიდა, რომელიც ძალიან შეშფოთებული იყო და ამბობდა, რომ რამდენიმე ბავშვის შეტყუებას ცდილობდა სადარბაზოში ეს ადამიანი. ასე რომ, ყურადღებით იყავით და რაიმე საეჭვოს შემთხვევაში დაუყოვნებლივ მოახდინეთ რეაგირება".

"ძალიან ცუდად ვარ, ადგილს ვერ ვპოულობ, რადგან 2 შვილი მყავს დატოვებული საქართველოში. დედებო, ქალებო, შვილები არ გაუშვათ მარტო არსად. დღეს გლდანში, მე-5 მიკროში, ჩემი 7 წლის დისშვილი 2 გოგოსთან ერთად თამაშობდა და პედოფილმა შეიტყუა ბავშვები სადარბაზოში. ძალიან დასტრესილები არიან ბავშვები, რაღაც ამოიღო შარვლიდან და გვაჩვენაო. ჩემი და ახლა არის პოლიციაში დაკითხვაზე. დღისით, მზისით ასეთი რამე ხდება. შევირყიე და შევიშალე. მუხიანშიც შეუმჩნევიათ და პატრულმა უსაყვედურა, რატომ არ დარეკეთო. განუკითხავია ეს ქვეყანა. იფრთხილეთ!!! უფალმა გაშოროთ. მე კი ჩემი დედამთილი გავაფრთხილე, რომ ბავშვებმა ფეხი არ მოიცვალონ სახლიდან. გოგო კი გონიერია, 15 წლის არის, მაგრამ ბიჭი მყავს 7 წლის და ადგილს ვერ ვპოულობ".

"ვარკეთილშიც დადის ალბათ, ეგა პოლიცია ეძებს"...

"არაა მხოლოდ გლდანში. მუხიანშიც დადის ეგ ნაგავი"...

"მე არ მინახავს, ჯგუფში დაწერეს მშობლებმა და პოლიციასაც უთხრეს, მაგრამ აზრი არ აქვს, რეაქცია ნული"...