თბილისის საქალაქო სასამართლომ „რუსთავი 2"-ს დააკისრა კომპენსაციის სახით ნანუკა ჟორჟოლიანისთვის 62 000 ლარის გადახდა
თბილისის საქალაქო სასამართლომ ბათილად ცნო სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2"-იდან წამყვანის, ნანუკა ჟორჟოლიანის გათავისუფლების შესახებ ბრძანება.
ნანუკა ჟორჟოლიანის ინტერესების დამცველმა, „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს" იურისტმა თეო ზაქარაშვილმა "რადიო თავისუფლებას" უთხრა, რომ სასამართლომ „რუსთავი 2"-ს დააკისრა კომპენსაციის სახით ნანუკა ჟორჟოლიანისთვის 62 000 ლარის გადახდა. გარდა ამისა, ტელეკომპანიას დაევალა ნანუკა ჟორჟოლიანისთვის დამატებით, დაახლოებით 20 000 ლარის გადახდა, რაც წარმოადგენს მიუღებელ დავალიანებას და მის 0.07%-ს ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე (2019 წლის 20 აგვისტოდან).