loader

"იმედია, სააკაშვილს ეს არ დასჭირდება, მაგრამ თუ დასჭირდება, ის ჩართული იქნება ამ პროგრამაში" - სოზარ სუბარი სუიციდის პროგრამის შესახებ - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"იმედია, სააკაშვილს ეს არ დასჭირდება, მაგრამ თუ დასჭირდება, ის ჩართული იქნება ამ პროგრამაში" - სოზარ სუბარი სუიციდის პროგრამის შესახებ

საქართველოში სუიციდის პროგრამა მუშაობს ყველაზე კარგად. იმედი მაქვს, ეს არ დასჭირდება სააკაშვილს, მაგრამ თუ დასჭირდება, ჩართული იქნება ამ პროგრამაში, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა სოზარ სუბარმა მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი თქმით, სახალხო დამცველის კონსილიუმის წევრი სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით ადაპტაციის აშლილობაზე საუბრობდა, რასაც სუიციდური ქცევაც ახასიათებს. სუბარი აცხადებს, რომ ციხეებში მისი მინისტრობის დროს სუიციდის პრევენციის პროგრამა წარმატებით დაინერგა.

„ადაპტაციური აშლილობა არ ვიცი, რას ნიშნავს, თვითონ განმარტავს ასე - დეპრესიული განწყობა, სუიციდური ქცევა, მადის დაქვეითება, გენერალიზებული შფოთვა და ა.შ. ციხეს ნებისმიერი ვერ ეგუება და სააკაშვილი თურმე მათ შორისაა, ვინც ვერ ეგუება. როცა სააკაშვილი ვერ ეგუება ამას, ეს უნდა გაითვალისწინოს დიდი ხნით ადრე, ვიდრე ციხეში მოხვდებოდა და არ ჩაიდონოს დანაშაული. ეს არის ერთადერთი გამოსავალი. მე იმედი მაქვს, არანაირ სუიციდიალურ ქცევას არ ექნება ადგილი სააკაშვილის მხრიდან, თუმცა ერთი რამ შემიძლია გითხრათ: ჯერ კიდევ 2013 წელს, როცა მე ვიყავი სასჯელაღსრულების მინისტრი, ჩვენ დავიწყეთ მართვა სიუციდის პროგრამის ციხეებში და საქართველოში დღეს, მსოფლიოში ყოველ 10 000 პატიმარზე აღებული ყველაზე ნაკლები სუიციდია. არ არსებობს ქვეყანა, სადაც სუიციდით 5-6 კაცი არ იყოს 10 000 პატიმარზე აღებული. საქართველოში ეს არასდროს აღემატება 1, მაქსიმუმ 2 ადამიანს და ბევრჯერ არც ერთი არაა წლის განმავლობაში", - განაცხადა სუბარმა.