ვინ ცხოვრობს გლდანში, მე-17 სართულზე, რომლის კორპუსი სოციალურ ქსელში განხილვის თემად იქცა
გლდანის მე-6 მიკროში ბოლო ერთი თვის განმავლობაში ერთხელ მაინც თუ მოხვედრილხართ, ეს 17-სართულიანი კორპუსი თქვენს ყურადღებას აუცილებლად მიიქცევდა. კორპუსზე ჯვარია აღმართული. ფოტოები სოციალურ ქსელში გავრცელდა და დიდი გამოხმაურება მოჰყვა. "პალიტრავიდეო" დაინტერესდა, ვინ აღმართა ჯვარი კორპუსზე. როგორც კორპუსის მცხოვრებლებმა ჩვენს გადამღებ ჯგუფს უთხრეს, ჯვარი 1 თვის წინ ამ კორპუსის მცხოვრებმა ააგო; თუ რატომ, არავინ იცის.
ერთ-ერთი ადგილობრივი გვიყვება, რომ გურულმა კაცმა ააგო ეს ჯვარი, რომელიც უცხოეთიდან რამდენიმე წლის წინ ჩამოვიდა.
გლდანის გარდა, სოციალურ ქსელში მსგავსი ფოტოები ვარკეთილიდანაც გავრცელდა.