loader

3 წლის მარ­თა ხვე­დე­ლი­ძე გარ­და­იც­ვა­ლა - რატომ ადანაშაულებენ 3 წლის ბავშვის გარდაცვალებაში მშობლები იაშვილის კლინიკის ექიმებს? - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

3 წლის მარ­თა ხვე­დე­ლი­ძე გარ­და­იც­ვა­ლა - რატომ ადანაშაულებენ 3 წლის ბავშვის გარდაცვალებაში მშობლები იაშვილის კლინიკის ექიმებს?

იაშ­ვი­ლის კლი­ნი­კა­ში 3 წლის მარ­თა ხვე­დე­ლი­ძე გარ­და­იც­ვა­ლა. პა­ცი­ენ­ტის ოჯა­ხის წევ­რე­ბი მომ­ხდარ­ში ექი­მებს ადა­ნა­შა­უ­ლე­ბენ და მათ პა­სუ­ხის­გე­ბა­ში მი­ცე­მას ითხო­ვენ.

რო­გორც გარ­დაც­ვლი­ლი ბავ­შვის მამა, გუ­რამ ხვე­დე­ლი­ძე ჰყვე­ბა, მარ­თა რამ­დე­ნი­მე თვის წინ სამ­კურ­ნა­ლოდ თურ­ქეთ­ში ჰყავ­დათ წაყ­ვა­ნი­ლი. უცხო­ელ­მა ექი­მებ­მა ოპე­რა­ცი­უ­ლი ჩა­რე­ვის რე­კო­მენ­და­ცია არ გას­ცეს, რად­გან ფა­ტა­ლუ­რი შე­დე­გის დად­გო­მის მა­ღა­ლი რის­კი იკ­ვე­თე­ბო­და. გუ­რამ ხვე­დე­ლი­ძის თქმით, თურ­ქე­თის კლი­ნი­კა­ში ყოფ­ნის დროს მას იაშ­ვი­ლის კლი­ნი­კის ექი­მი და­უ­კავ­შირ­და და და­არ­წმუ­ნა, რომ ისი­ნი შეძ­ლებ­დნენ აღ­ნიშ­ნუ­ლი ოპე­რა­ცი­ის წარ­მა­ტე­ბუ­ლად ჩა­ტა­რე­ბას, რის შდე­გა­დაც ბავ­შვი ცხოვ­რე­ბის ჩვე­ულ რიტმს და­უბ­რუნ­დე­ბო­და.

ბავ­შვის მამა ამ­ბობს, რომ ის და მისი მე­უღ­ლე ექი­მებს და­თან­ხმდნენ და რთუ­ლი ოპე­რა­ცია ჩა­ტარ­და. თუმ­ცა ქი­რურ­გი­უ­ლი ჩა­რე­ვის შემ­დეგ, ბავ­შვს სეფ­სი­სი გა­ნუ­ვი­თარ­და და სა­ბო­ლო­ოდ გარ­და­იც­ვა­ლა.

"თურ­ქეთ­შიც იგი­ვე დი­აგ­ნო­ზი და­უს­ვეს, რაც სა­ქარ­თვე­ლო­ში - ღვიძ­ლის კა­რის ვე­ნის ნა­წი­ლობ­რი­ვი თრომ­ბო­ზი, რის გა­მოც ბავ­შვს საყ­ლა­პა­ვი მი­ლი­დან სის­ხლდე­ნა უვი­თარ­დე­ბო­და. იქ გვი­თხრეს, რომ ოპ­რე­ა­ცი­უ­ლი ჩა­რე­ვა სა­ზი­ა­ნო იქ­ნე­ბო­და ბავ­შვის­თვის, ვერ გა­და­ი­ტან­და. ამი­ტომ და­ე­ნიშ­ნა მკურ­ნა­ლო­ბა, მე­დი­კა­მენ­ტე­ბით უნდა მოგ­ვა­რე­ბუ­ლი­ყო ეს პრობ­ლე­მა. თურ­ქეთ­ში ყოფ­ნი­სას და­მი­კავ­შირ­და იაშ­ვი­ლის კლი­ნი­კის ექი­მი და მი­თხრა, რომ ისი­ნი არ ეთან­მხე­ბოდ­ნენ თურ­ქი ექი­მე­ბის დას­კვნას. გვი­თხრა, რომ მსგავ­სი არა­ერ­თი წარ­მა­ტე­ბუ­ლი ოპე­რა­ცია ჰქონ­დათ ჩა­ტა­რე­ბუ­ლი და 100 %-იანი შე­დე­გის გა­რან­ტია მოგ­ვცა. დავ­თან­ხმდით, ოპე­რა­ცია გა­კეთ­და, რის შემ­დე­გაც ჩა­მო­იყ­ვა­ნეს მო­უ­წეს­რი­გე­ბელ პა­ლა­ტა­ში და იქ გა­ნუ­ვი­თარ­და სეფ­სი­სი. სეფ­სი­სი მკუ­რან­ლო­ბა დაგ­ვი­ან­და და ბავ­შვი გარ­და­იც­ვა­ლა" - თქვა "ფორ­მუ­ლას­თან" გუ­რამ ხვე­დე­ლი­ძემ.

რა გახ­და ტრა­გი­კუ­ლი შემ­თხვე­ვის მი­ზე­ზი და რო­გორ ხსნი­ან მომ­ხდარს იაშ­ვი­ლის კლი­ნი­კა­ში - AMBEBI.GE კო­მენ­ტა­რის­თვის კლი­ნი­კას და­უ­კავ­შირ­და.

ვრცლად: https://www.ambebi.ge/article/276298-turketshi-uari-gvitxres-operaciaze-ver-gadaitanso/