loader

"ბოდიში ასეთ დროს არ კმარა! ნებისმიერი, ვინც ასე მეტყველებს და აზროვნებს, არის სიძულვილის პროპაგანდისტი" - ნანუკა ჟორჟოლიანის განცხადებას კრიტიკული გამოხმაურება მოჰყვა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ბოდიში ასეთ დროს არ კმარა! ნებისმიერი, ვინც ასე მეტყველებს და აზროვნებს, არის სიძულვილის პროპაგანდისტი" - ნანუკა ჟორჟოლიანის განცხადებას კრიტიკული გამოხმაურება მოჰყვა

მიხეილ სააკაშვილის შესახებ ნანუკა ჟორჟოლიანის განცხადებას კრიტიკული გამოხმაურება მოჰყვა. ტელეწამყვანმა "მთავარი არხის" ეთერში განაცხადა, რომ თუ ყოფილი პრეზიდენტი "ეტლში იქნება მცენარე", აზრი არ ექნება მის სიცოცხლეს.

"ახლა საკითხი დგას ისე, რომ მე, ნანუკა ჟორჟოლიანი სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, ახლა მიხეილ სააკაშვილი ეტლში იქნება მცენარე და შესაბამისად, აზრი არ ექნება მის სიცოცხლეს და ეს არის შედეგი, რასაც უნდათ, რომ მიაღწიონ, თუმცა არავინ იცის შედეგი რამდენად ფატალური იქნება, თუ მეორე საკითხი, თითოეული ჩვენგანი ახლა ხმას ამოვიღებთ, ისე, როგორც თავის დროზე გავაკეთეთ და გადავარჩენთ მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლეს", - აღნიშნა ნანუკა ჟორჟოლიანმა.

ამ განცხადებას სოციალურ ქსელში გამოეხმაურა "ქართული ოცნების" დეპუტატი რატი იონათამიშვილი, რომელიც ავტოავარიის გამო, ეტლით 19 წლიდან სარგებლობს.

"ბოდიში ასეთ დროს არ კმარა. საჭიროა შესაბამისი შეფასება არა მხოლოდ შშმ პირების, არამედ საზოგადოების თითოეული წევრის მხრიდან. ნებისმიერი, ვინც ასე მეტყველებს და აზროვნებს, არის სიძულვილის პროპაგანდისტი და მისი საჯარო სივრცეში ყოფნა ნიშნავს დისკრიმინაციის პოპულარიზაციას!" - წერს "რატი იონათამიშვილი.

ნანუკა ჟორჟოლიანს სხვა ეტლით მოსარგებლე ადამიანებიც გამოეხმაურნენ. მათ შორის ერთ-ერთი მარიკო კობახიძეა.

"12 წელია, რაც ეტლით მოსარგებლე გავხდი. თავდაპირველად ეტლში ჩაჯდომა ჩემთვის დიდი ტრაგედია იყო. მეგონა, რომ ცხოვრება დამთავრდა და იმ წუთიდან უკვე აღარაფერს ექნებოდა აზრი. და ეს ყველაფერი "დამსახურება" იყო აი, ასეთი გაუნათლებელი და ბნელი ადამიანების. ადამიანების, რომლებიც ამ საუკუნეშიც ფიქრობენ, რომ ეტლით მოსარგებლე ადამიანები მცენარეები და უსარგებლოები ვართ. და ასეთი ადამიანები დღეს გამოდიან ტელევიზორებში და ჭკუას გვარიგებენ. პ.ს. აი, ახლა ამის გამთლებასა და დაცვას ვინც დაიწყებთ, თავდაპირველად კორექტულად გთხოვთ, რომ წამშალოთ თქვენი მეგობრების სიიდან და არც კი გაბედოთ ჩემს კედელზე რაიმე გამამართლებელი სიტყვების დაბრეხვება!" - წერს მარიკო კობახიძე.

სოციალურ ქსელში ასევე წერენ, რომ ტელეწამყვანს წლების წინ დაუნის არასწორ ფორმაში გამოყენებისთვის მოუწია ბოდიშების მოხდა.

"წლების წინ დაუნის არასწორ ფორმაში გამოყენებისთვის მოუწია ბოდიშების მოხდა. ახლაც ასე მოუწევს ამას"...

"თუ არჩევანის უფლებას დამიტოვებენ, მე იასამანი ვიქნები"...

"ანუ, ამის ლოგიკით, ვინც ეტლში ზის, "მცენარეა"? უხერხულია ამის თქმა და გაფიქრებაც კი"...

"ოოო, ნანუკა, არ გეკადრება ასეთი მიდგომით გამოსვლა შშმ პირების და ეტლით მოსარგებლე ადამიანებზე"...

"რა სისულელეს იძახის. მცენარეოოოო. ეჰ, ვითომ სტერეოტიპების ნგრევის სადარაჯოზე დგას"...

"მცენარეს ვზრდი ეტლში თურმე"...