loader

"ვაანონსებთ უწყვეტ აქციებს" - მიხეილ სააკაშვილის ოჯახის საგანგებო განცხადება და სამოქმედო გეგმა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ვაანონსებთ უწყვეტ აქციებს" - მიხეილ სააკაშვილის ოჯახის საგანგებო განცხადება და სამოქმედო გეგმა

საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ძმებმა საგანგებო ბრიფინგი გამართეს და სამოქმედო გეგმა წარადგინეს.

ისინი ამბობენ, რომ უახლოესი დღეების განმავლობაში მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის უკიდურესად დამძიმებასთან დაკავშირებით, საქართველოს პატრიარქთან შეხვედრა სურთ. ასევე, ისინი აპირებენ შეხვედრებს ექიმებთან და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან, რის შემდეგაც ისინი უკვე უწყვეტ საპროტესტო აქციებს აანონსებენ.

ამბობენ, რომ აქციები მთელი ქვეყნის მასშტაბით გაიმართება - ისინი 6 მაისს ბათუმში ჩანიშნულ აქციასაც შეუერთდებიან, კონკრეტული გეგმა და თარიღები კი მომდევნო დღეებში გასაჯაროვდება.

მიხეილ სააკაშვილის ოჯახი განმარტავს, რომ ისინი არ ითხოვენ მესამე პრეზიდენტის შეწყალებას და მათი მოთხოვნა მხოლოდ სასჯელის გადავადება და მისი საზღვარგარეთ სამკურნალოდ გადაყვანაა.