"ეს უბედურება არის უკვე მესამე დღეა..." - რა ვიდეო ვრცელდება გლდანიდან?
"მოკლედ, ძალიან ცუდად მუშაობს წყალკანალი! ეს უბედურება არის უკვე მესამე დღეა. გლდანი, მე-7 მიკრო, მე-18 კორპუსი. იმედი მაქვს, ამ ყველაფერს ნახავს ჩვენი გამგებელი. წყალი სარდაფებში შედის" - ამის შესახებ სოციალურ ქსელში, გლდანის ჯგუფში, უბნის ერთ-ერთი მცხოვრები წერს და ვიდეოს აქვეყნებს.