loader

დავით არახამია ვიდეოს აქვეყნებს, სადაც ჩანს, როგორ გამოჰყავთ მოქალაქეები "აზოვსტალის" თავშესაფრიდან - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

დავით არახამია ვიდეოს აქვეყნებს, სადაც ჩანს, როგორ გამოჰყავთ მოქალაქეები "აზოვსტალის" თავშესაფრიდან

უკრაინის რადას ფრაქცია "ხალხის მსახურის“ თავმჯდომარე დავით არახამია ვიდეოს აქვეყნებს, სადაც ჩანს, როგორ გამოჰყავთ მოქალაქეები "აზოვსტალის" თავშესაფრიდან.

გუშინ მარიუპოლში "აზოვსტალის" ფოლადის ქარხანა 100-მა ადამიანმა დატოვა.

"აზოვის" პოლკის მეთაურის მოადგილემ BBC-ს განუცხადა, რომ ,,აზოვსტალის" ქარხანაში ჩარჩენილ მოსახლეობას შორის დაჭრილებიც არიან, რომელთა მდგომარეობაც მძიმეა.

სვიატოსლავ პალამარის თქმით, დაჭრილების ევაკუაცია ჯერ არ მომხდარა და იმედოვნებს, რომ ეს მალე მოხდება.