loader

“ჩემს სისხლშიც დადასტურდა ზარინის კვალი... ჩვენი ბიჭების მდგომარეობა, სამწუხაროდ, არ გაუმჯობესებულა“ - დავით ქაცარავა უახლეს ინფორმაციას ავრცელებს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

“ჩემს სისხლშიც დადასტურდა ზარინის კვალი... ჩვენი ბიჭების მდგომარეობა, სამწუხაროდ, არ გაუმჯობესებულა“ - დავით ქაცარავა უახლეს ინფორმაციას ავრცელებს

დავით ქაცარავა უკრაინაში მყოფი ქართველი მებრძოლების და საკუთარი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ უახლეს ინფორმაციას ავრცელებს:

“ჩვენი ბიჭების მდგომარეობა, რომლებიც მოიწამლნენ 2 აპრილს გოსტომელში ზარინით, სამწუხაროდ, არ გაუმჯობესებულა.

მეტიც, დაემატა ახალი სიმპტომები და ჯგუფის სხვა წევრებსაც, რომლებსაც აქამდე თითქოს არანაირი ჩივილი არ ჰქონიათ, უფიქსირდებათ ზარინისთვის დამახასიათებელი სიმპტომატიკა.

ამ წუთას გავდივართ კონსულტაციას ექიმთან.

ჩემს სისხლშიც დადასტურდა ზარინის კვალი, თუმცა ამ ეტაპზე ჩემი მდგომარეობა არ იძლევა განგაშის საფუძველს.

დიდი იმედი მაქვს, ჩვენი მებრძოლების ჯანმრთელობას სათანადო ყურადღება მიექცევა და ყველა მალევე ჩადგება მწყობრში.“ - წერს დავით ქაცარავა.