"ყველაფრის მკადრებელია, პირის ნაცვლად კანალიზაცია აქვს" - რომელი განცხადების გამო დაუპირისპირდა თამარ ჩერგოლეიშვილი თაკო ჩარკვიანს?
"ტაბულას" დირექტორი, "ევროპული საქართველოს" ლიდერის, გიგა ბოკერიას მეუღლე თამარ ჩერგოლეიშვილი "ტვ პირველის" ეთერში "კანონი და სამართლის" თავმჯდომარის, თაკო ჩარკვიანის მიერ გაკეთებულ განცხადებას სოციალურ ქსელში ეხმაურება. როგორც თაკო ჩარკვიანმა განაცხადა, ნიკა მელიამ დააძინა პროცესი, მისი მანიპულირება კი "ცბიერმა ბოკერიამ" მოახერხა.
"ერთადერთი მიზეზი, რატომაც ეს გონებასუსტი პარლამენტის წევრია და ისედაც გამოთაყვანებულ პოლიტიკურ სპექტრს კიდევ უფრო გამოთაყვანებულ სახეს ადებს და ეთერში ზის, არის ის, რომ ყველაფრის მკადრებელია, პირის ნაცვლად კანალიზაცია აქვს და ყველაფერს იტყვის, რასაც სააკაშვილი დაუკვეთავს.
სხვა რომ ვერ იკადრებს, ეს იკადრებს.
ამიტომაა პარლამენტარი. ამიტომ ეპატიჟებიან ტელევიზიები - მათი დონორის დაკვეთაა.
ასე ხელოვნურად ხდება პოლიტიკის მოწამვლა და ზიანდება ქვეყნის ეროვნული ინტერესები - ერთი კაცის ახირებების გამო.
და მერე უკვირთ, ერთი ახირებული კაცის მეორე ახირებული კაცით ჩანაცვლება რომ ჰკიდია ერს", - წერს თამარ ჩერგოლეიშვილი.