loader

"დღე არ გადის, ვინმე არ დაიმტვრეს, ორსული დაეცა და იტკინა მუცელი" - ხიდი თბილისში, რომელიც საფრთხის შემცველია - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"დღე არ გადის, ვინმე არ დაიმტვრეს, ორსული დაეცა და იტკინა მუცელი" - ხიდი თბილისში, რომელიც საფრთხის შემცველია

სოციალურ ქსელში ხშირად წერენ სადგურის მოედანზე მდებარე საფეხმავლო ხიდზე, რომელიც უკვე დიდი ხანია რესტავრაციას საჭიროებს, ვინაიდან ქვეითი მოქალაქეებისთვის საფრთხის შემცველია.

"პალიტრა ვიდეოს" გადამღები ჯგუფი ადგილზე მივიდა ინფორმაციის გადასამოწმებლად. გარდა იმისა, რომ ნაგებობა ქალაქის იერსახეს ამახინჯებს, კიბეები ნამდვილად დაზიანებულია, მისი საფეხურები დამტვრეულია, ფილები კი მოძრაობს.

ხიდი სტრატეგიულ ადგილას მდებარეობს და დღის ნებისმიერ მონაკვეთში გადატვირთულია. ამიტომ მისი გაუქმება საზოგადოებას დამატებით დისკომფორტს შეუქმნის.