loader

"საკუთარი თვალით დავინახე, მომერიდა, ქართველები ამას არასდროს გავაკეთებთ ..." - რას ამბობს გოგონა, რომლის კორპუსშიც საცხოვრებლად უკრაინელები გადავიდნენ - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"საკუთარი თვალით დავინახე, მომერიდა, ქართველები ამას არასდროს გავაკეთებთ ..." - რას ამბობს გოგონა, რომლის კორპუსშიც საცხოვრებლად უკრაინელები გადავიდნენ

ზღვის უბანში, ამ 9-სართულიან კორპუსში, რამდენიმე დღის წინ საცხოვრებლად ახალგაზრდა უკრაინელი ცოლ-ქმარი გადავიდა. ახალი მეზობლები ადგილობრივებისთვის შეუმჩნევლები არ დარჩენილან. ახალგაზრდა წყვილმა მეზობლებს თავი რამდენიმე დღეში დაამახსოვრა. მათ ეზო და 9-სართულიანი სადარბაზო დაასუფთავეს.

21 წლის ანი ჭანკოტაძე ამ კორპუსში წლებია ცხოვრობს. ამბობს, რომ ასეთი სუფთა მათი სადარბაზო არასოდეს ყოფილა. გვიყვება, როცა მათ ხედავს, გამუდმებით საქმიანობენ. ანიმ მადლობის ნიშნად ახალგაზრდა წყვილს პოსტიც მიუძღვნა.

"ჩემს კორპუსში გადმოვიდნენ უკრაინელები და ჩემი თვალით დავინახე, რომ დიდი პარკი ეჭირათ და გარედან მოყოლებული, სადარბაზომდე დამთავრებული, რაც ნაგავი ეყარა, აიღეს და პარკში ყრიდნენ. თან გამიხარდა და თან მომერიდა, რომ ქართველები ამას არასდროს გავაკეთებდით. დარწმუნებული ვარ და ჩვენც რომ მივბაძოთ ხოლმე, ცუდი არ იქნება. სამაგალითო უნდა იყოს ეს ჩვენთვის".