loader

უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლი არკადი კასრაძე საქართველოში ჩამოასვენეს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლი არკადი კასრაძე საქართველოში ჩამოასვენეს

უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლი არკადი კასრაძე საქართველოში ჩამოასვენეს, ხოლო კიდევ ორ ქართველს, ალიკა ცაავას და ზაზა ბიწაძეს სამშობლოში 24 აპრილს, გამთენიისას ვარშავა-თბილისის რეისით ჩამოასვენებენ.

ქართველ მებრძოლს თბილისის აეროპორტში ოჯახის წევრები და ახლობლები დახვდნენ.

შეგახსენებთ, რომ უკრაინაში 9 ქართველი მებრძოლი დაიღუპა. ესენი არიან: ბახვა ჩიქობავა, დავით რატიანი, გია ბერიაშვილი, ნიკა შანავა, დავით მენაბდიშვილი, დავით გობეჯიშვილი, არკადი კასრაძე, ზაზა ბიწაძე და ალიკა ცაავა.