კორპუსი, რომელიც სოციალურ ქსელში განხილვის თემად იქცა - თბილისის რომელ უბანში მდებარეობს ეს უცნაური შენობა?
სოციალურ ქსელში გავრცელდა ფოტო, სადაც ჩანს, რომ კორპუსზე უცნაური შენობაა მიშენებული. "პალიტრა ვიდეოს" გადამღები ჯგუფი ადგილზე იმყოფებოდა და მორიგი არქიტექტურის შედევრი გადაიღო. კორპუსი ვარკეთილში მდებარეობს. უცნობია, ამ ეტაპზე ვინმე ცხოვრობს თუ არა შენობაში და აქვთ თუ არა მათ მშენებლობის ნებართვა.