loader

"ძალიან ვღელავდი, ბოდიში მძიმე კადრებისთვის" - რა ვიდეოს აქვეყნებს უკრაინიდან გიორგი ბარამიძე? - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ძალიან ვღელავდი, ბოდიში მძიმე კადრებისთვის" - რა ვიდეოს აქვეყნებს უკრაინიდან გიორგი ბარამიძე?

"ცხოვრებაში ბევრი მძიმე მოვლენისა თუ ფაქტის მნახველი ვარ, მაგრამ ხარკოვში, ძველი, საბჭოთა ყაიდის ბუნკერში თავშეფარებული მოხუცი ქალბატონებისა და ბავშვების ნახვამ შემძრა.

ჩემი უკრაინელი მეგობრები იქ ხალხის დასახმარებლად და მათი ყოფითი პრობლემების მოსაგვარებლად მივიდნენ და მეც თან ვახლდი, რათა (შოკირებული ვეცადე, როგორც შემეძლო) რაღაცნაირად ქართველების მათდამი თანაგრძნობის ემოცია გადამეცა.

პ.ს. ძალიან ვღელავდი, ბოდიში მძიმე კადრებისა და უხარისხო გადაღებისთვის, მაგრამ ხალხმა უნდა იცოდეს. დიდება უკრაინელ გმირ ხალხს! დიდება საქართველოს!" - ამის შესახებ უკრაინაში მყოფი გიორგი ბარამიძე სოციალურ ქსელში წერს და ვიდეოს აქვეყნებს.