loader

ვრცელდება კადრები, როგორ იძირება კრეისერი "მოსკოვის" ხომალდი - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ვრცელდება კადრები, როგორ იძირება კრეისერი "მოსკოვის" ხომალდი

რუსული სამხედრო ხომალდი „მოსკოვი“ ჩაიძირა. ამის შესახებ სახელმწიფო მედია, რუსეთის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით იტყობინება.

რუსული „რია ნოვოსტის“ ინფორმაციით, სამხედრო ხომალდი, რომელიც „საბრძოლო მასალის აფეთქებით დაზიანდა“, ბუქსირებისას ჩაიძირა.

"სარაკეტო კრეისერმა „მოსკვამ“ საბრძოლო მასალის აფეთქების შედეგად მიღებული დაზიანების გამო პორტში ბუქსირებისას დაკარგა სტაბილურობა. ქარიშხლიან ზღვაში გემი ჩაიძირა", - ნათქვამია რუსეთის თავდაცის სამინისტროს განცხადებაში.

შეგახსენებთ, ხომალდზე ხანძრის შესახებ ინფორმაცია გუშინ გავრცელდა. უკრაინული მხარის ინფორმაციით, ხანძარი უკრაინული იერიშის შედეგად მოხდა.

კრეისერი „მოსკოვი“ სწორედ ის რუსული ხომალდია, საიდანაც უკრაინელ მესაზღვრეებს, თებერვლის ბოლოს, ზმეინის კუნძულზე, დანებებისკენ მოუწოდებდნენ. პასუხად კი - უკრაინელი მესაზღვრეებისგან ცნობილი ფრაზა: „Русский военный корабль, иди на х*й“ მიიღეს.