სალმონელოზის 5 მთავარი სიმპტომი, რომლითაც ასობით ბავშვი დაინფიცირდა, დაბინძურების წყაროდ კი "ქინდერის“ შოკოლადს ასახელებენ
ბავშვების უჩვეულოდ მაღალი ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებლის უკან კომპანია "ფერერო" დგას. "ქინდერ სიურპრიზის" შოკოლადის კვერცხებში ექსპერტებმა სალომონელას ჩხირი იპოვეს.
ინფექციის გავრცელების პირველი გაჩერება კი დიდი ბრიტანეთი აღმოჩნდა, სადაც 63 ბავშვი დაინფიცირდა. თუმცა ინფექციის წყარო ბელგიის ერთ-ერთი საწარმო იყო.
კომპანია "ფერერომ" კონკრეტული სერია, 2021 წლის 15 ნოემბერს დამზადებული შოკოლადის კვერცხები, გაყიდვიდან უკვე ამოიღო.
როგორც სურსათის ეროვნული სააგენტო ამბობს, მათ უკვე გამოავლინეს ინდიკატორები დსინფიცირებული ტკბილეულის გამოსავლენად.
სალმონელა არის ბაქტერიის ტიპი. ის არის უჯრედშიდა ბაქტერია, რაც იმას ნიშნავს, რომ ინფიცირებული ორგანიზმის უჯრედშია. სალმონელა გვხვდება როგორც გარეულ, ასევე ინკუბატორში გამოზრდილ ცხოველებსა და ფრინველებში. ინფექციის ყველაზე დიდი ეპიდემია 1980 წელს პოლონეთში დაფიქსირდა. მაშინ სალმონელოზით 700 000-ზე მეტი ადამიანი დაავადდა. ოფიციალური მონაცემებით კი, საქართველოში ყოველწლიურად საშუალოდ სალმონელოზის 150-200 ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევა რეგისტრირდება.
ადამიანი სალმონელოზით საკვებისგან ან წყლისგან ინფიცირდება. დაავადებათა კონტროლის ცენტრის განმარტებით, დაავადების ძირითადი მიზეზი დაბინძურებული პროდუქტებია.
სალმონელოზის სიმპტომები ძალიან ჰგავს სხვა მწვავე ნაწლავური ინფექციების გამოვლინებებს. ინკუბაციური პერიოდი საშუალოდ 12-24 საათია, თუმცა არის შემთხვევები, როდესაც 2-3 დღეს გრძელდება.
დაბინძურებული საკვების ან წყლის მიღების შემდეგ ადამიანს ეწყება გულისრევა, ღებინება და ხშირი ფაღარათი. პაციენტს მუცელში სპაზმური ტკივილები ეწყება და ტემპერატურა 39 გრადუსამდე იწევს. ჩვეულებისამებრ, სალმონელოზის დიაგნოსტირება საკმაოდ რთულია, ზოგ შემთხვევაში კი შეიძლება ის აპენდიციტშიც აგერიოთ. დაავადება 3 დღიდან 2 კვირამდე გრძელდება.
თუ ამ ინფექციის ერთი სიმპტომი მაინც გამოგივლინდათ ან სალმონელოზის არსებობის მინიმალური ეჭვი მაინც არსებობს, დროულად მიმართეთ ექიმ-ინფექციონისტს.