loader

ამოიცნეს რუსი სამხედრო, რომელმაც სავარაუდოდ, ერთი წლის ბავშვი გააუპატიურა, ფაქტის ამსახველი ვიდეო კი მეგობრებს გაუგზავნა - "რამ შეიძლება მიიყვანოს ადამიანი ასეთ ბოროტებამდე?" - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ამოიცნეს რუსი სამხედრო, რომელმაც სავარაუდოდ, ერთი წლის ბავშვი გააუპატიურა, ფაქტის ამსახველი ვიდეო კი მეგობრებს გაუგზავნა - "რამ შეიძლება მიიყვანოს ადამიანი ასეთ ბოროტებამდე?"

"ერთი წლის ბავშვი გააუპატიურა!!! ამოიცნეს ის რუსი, რომელმაც ერთი წლის ბავშვზე სექსუალურად იძალადა მშობლის და ბებიის თვალწინ. ბავშვი გარდაიცვალა... ჩემი ტვინი ვერ სწვდება, თუ რამ შეიძლება მიიყვანოს ადამიანი ასეთ ბოროტებამდე", - ამის შესახებ დომენიკ მანგო სოციალურ ქსელში წერს და ფოტოს აქვეყნებს.

აღნიშნული ფაქტის შესახებ დღეს უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენკსკიმ ისაუბრა. როგორც მან ლატვიის პარლამენტისადმი მიმართვისას განაცხადა, იდენტიფიცირებულია ბავშვის მიმართ დანაშაულის ჩამდენი - რუსი ჯარისკაცი ქალაქ ფსკოვიდან, რომლის გვარიც არის ბიჩკოვი.

"ახლა ამაზე ლაპარაკი უბრალოდ საშინელებაა, მაგრამ ეს მოხდა. უკრაინაში რუსმა ოკუპანტმა ჩვილი გააუპატიურა. იდენტიფიცირებულია ბავშვის მიმართ დანაშაულის ჩამდენი - რუსი ჯარისკაცი ქალაქ ფსკოვიდან, რომლის გვარიც არის ბიჩკოვი. მან თანამებრძოლებს ვიდეო გაუგზავნა, რომელშიც აღბეჭდილია, თუ რას უკეთებს ის ბავშვს და როგორ ტანჯავს მას. ასეთია რუსი ჯარისკაცი, "ბავშვების დამცველი". ასეთია "სპეცოპერაცია", რომელიც მოსკოვში დაგეგმეს. ამიერიდან სწორედ ამასთან იქნება ასოცირებული რუსეთის ჯარი და ფსკოველი დესანტები - ჩვილის გაუპატიურება", - განაცხადა ზელენსკიმ.

ალექსეი ბიჩკოვის შესახებ ინფორმაცია და ფოტოები უცხოურ მედიაშიც გავრცელა. გავრცელებული ინფორმაციით, ის 1997 წელს არის დაბადებული.