"11 წლის ბიჭი დედის თვალწინ გააუპატიურეს; 14 წლის გოგო, რომელიც 5-მა ოკუპანტმა გააუპატიურა, ორსულად არის" - უკრაინის სახალხო დამცველი
"რუსი ტერორისტებისა და ჯალათების სისასტიკეს საზღვარი არ აქვს - გაუპატიურებული არიან ბავშვები...
ბუჩაში 14 წლის გოგო, რომელიც 5-მა ოკუპანტმა გააუპატიურა, ახლა ორსულად არის;
ბუჩაში 11 წლის ბიჭი დედის თვალწინ გააუპატიურეს, დედა სკამზე მიაბეს, რათა ეყურებინა;
ირპენში 20 წლის ქალს 3 ოკუპანტი ერთდროულად აუპატიურებდა.
არ არსებობს დედამიწაზე, არც ჯოჯოხეთში არც ერთი ადგილი, სადაც დამნაშავეები შეძლებენ პასუხისმგებლობისგან თავის დაღწევას. გაუპატიურება ჟენევის კომისიის 27-ე მუხლით არის აკრძალული.
მოვუწოდებ გაეროს ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტს, ეს ფაქტები გაითვალისწინოს", - ამის შესახებ სოციალურ ქსელში უკრაინის სახალხო დამცველი ლუდმილა დენისოვა წერს.
ვიდეო: "მთავარი არხი".