უიტნი ჰიუსტონის უკანასკნელი სიმღერა გარდაცვალებამდე ორი დღით ადრე
ინტერნეტით გავრცელდა კადრები, რომელზეც აღბეჭდილია უიტნი ჰიუსტონის უკანასკნელი შესრულება. მომღერალი მეგობარ კელი პრაისთან ერთად ასრულებს სიმღერას. ვიდეოში ჩანს, რომ უიტნი ჰიუსტონის ხმა ძველებურად განსაკუთრებული აღარაა. კადრები 9 თებერვალსაა გადაღებული, ორ დღეში 48 წლის ჰიუსტონი გარდაიცვალა.
უიტნი ჰიუსტონი ერთ-ერთ კომერციულად წარმატებულ პოპშემსრულებლად ითვლებოდა. ხოლო 1992 წლიდან, მას შემდეგ, რაც ტელეეკრანებზე ფილმი "პირადი მცველი" გამოვიდა, რომელშიც იგი მთავარ როლს ასრულებდა, უიტნი ჰიუსტონი კინოვარსკვლავიც გახდა.
მომღერალი გინესის რეკორდების წიგნშია შესული, როგორც ყველაზე მეტი მუსიკალური ჯილდოს, მათ შორის 6 გრემის მფლობელი. მთელს მსოფლიოში გაყიდულია მისი 170 მილიონზე მეტი დისკი. ჟურნალმა "Rolling Stone"-მა უიტნი ჰიუსტონი 100 უდიდესი მსოფლიო შემსრულებლის სიაში შეიყვანა.