loader

"ასეთი რამ არავის გამოუგონია..." - ვინ არიან ქართველი მოსწავლეები, რომელთა გამოგონებაც საქართველოს მასშტაბებსაც გასცდება - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ასეთი რამ არავის გამოუგონია..." - ვინ არიან ქართველი მოსწავლეები, რომელთა გამოგონებაც საქართველოს მასშტაბებსაც გასცდება

პანდემიის პირველ ეტაპზე, მაშინ, როცა ვაქცინა ჯერ კიდევ შორეულ „ოცნებად“ ჩანდა, ადამიანები პირბადეზე დიდ იმედებს ამყარებდნენ, ყიდულობდნენ შეკვრებს და ქმნიდნენ დეფიციტს. 2020 წლის მარტში პირბადის ღირებულება საგრძნობლად გაიზარდა. პირბადე ჰაერწვეთოვანი ინფექციის გავრცელების პირველი შემაკავებელი რგოლია, რომელიც ვირუსის გადადებას 90-95 პროცენტით აკავებს.

მისი ვარგისიანობა 4-6 საათამდე მერყეობს. თუმცა დროთა განმავლობაში თავდაცვის ეს მექანიზმი შესუსტდა, რადგან მოქალაქეებისთვის ერთჯერადი პირბადე მრავალჯერადი გახდა. სერვანტესის სახელობის გიმნაზია აია-ჯესის მოსწავლეებმა სწორედ ამ პრობლემის მოგვარებისთვის მიიღეს საქართველოს მასშტაბით „ბრილიანტის გამოწვევის“ გამარჯვებულის ტიტული.