loader

აფხაზეთში დაკავებული მღვდელმონაზონი იონა თავისუფალია - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

აფხაზეთში დაკავებული მღვდელმონაზონი იონა თავისუფალია

ქართველი მღვდელმონაზონი იონა(მამუკა მაისურაძე), რომელიც აფხაზეთში ჰყავდათ დაკავებული, ამ დროისთვის თავისუფალია . ამის შესახებ სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტის ხელმძღვანელმა შოთა უტიაშვილმა განაცხადა.
უტიაშვილის განცხადებით, მიმდინარეობდა ინტენსიური სამუშაეობი მამა იონას გასათავისუფლებლად.

ამასთან, მან მადლობა გადაუხადა სამინისტროს ყველა თანამშრომელს, რომელიც მღვდელმონაზონის გათავისუფლების საქმეში იყო ჩართული.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, აფხაზეთში დაკავებული მღვდელმონაზონის გამოსასყიდად 100 ათას დოლარს ითხოვდნენ, თუმცა ქართულ მხარეს ამ საკითხთან დაკავშირებით მოლაპარაკებები არ გაუმართავს.

მღვდელმონაზონი აფხაზეთიდან გუშინ ზუგდიდში გადმოიყვანეს. ახლა კი თბილისში იმყოფება.
ქართველი მღვდელმონაზონი იონა დაახლოებით სამი კვირის წინ აფხაზეთში გადავიდა და მასთან დაკავშირება მას შემდეგ აღარ ხერხდებოდა. მღვდელმონაზონი სამების საკათედრო ტაძარში მეორე წელია მსახურობს.

ქართველი მღვდელმონაზონი იონა სამი კვირის წინ აფხაზეთში დაატყვევეს.