"თქვენ ხართ ერთი გაუნათლებელი, ბნელი, რუსეთის შნირი, ერთი ბნელი ოლიგარქის წარმომადგენელი... ყოველი დღე ჩემი პატიმრობის არის სირცხვილი..."- მიხეილ სააკაშვილი
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესზე ხმაური იყო. სააკაშვილის სიტყვით გამოსვლას დარბაზში მსხდომი პირები პერიოდულად ტაშით ხვდებოდნენ. ყოფილი პრეზიდენტის ნათქვამზე, რომ „ესენი გაუნათლებელი, ბნელი, რუსეთის „შნირები“ არიან", დამსწრეთა მხრიდან კვლავ ტაში მოჰყვა. მოსამართლეთა კოლეგიამ დარბაზის ნაწილს სხდომათა დარბაზი დაატოვებინა, რა დროსაც ერთ-ერთმა პირმა პროკურორებს შეურაცხყოფა მიაყენა.