loader

"ის, რაც უგულავამ იკადრა, უზნეობა და ქაჯობაა" - თინა ხიდაშელი - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ის, რაც უგულავამ იკადრა, უზნეობა და ქაჯობაა" - თინა ხიდაშელი

"მითხარით, რომ ბოროტია ქართული მედიის დიდი ნაწილი და ჯიბრში უდგას ქვეყანას, თორემ სავსეა "იმედის" ვები დედაქალაქში გმირების ჩამოსვენებისას, მერი კალაძის დახვედრის კადრებით", - ამის შესახებ თინა ხიდაშელი სოციალურ ქსელში წერს.

ხიდაშელი ასევე კახა კალაძის მიმართ გიგი უგულავას მიერ გაკეთებულ შეურაცხმყოფელ განცხადებას ეხმაურება და ამბობს, რომ ის, რაც უგულავამ იკადრა, "სრული უზნეობაა".

"დამატება: ღმერთო ჩემო, მედიას რომ ლანძღავთ, ანუ თქვენ სადმე ნახეთ კალაძე და მედიის ბრალია, რომელმაც დაგვიმალა? მეც მაჩვენეთ ეგ ფოტოები please. სარკაზმი იყო ეს, სარკაზმი

P.S. სრული უზნეობაა ის, რაც უგულავამ იკადრა, უზნეობა და ქაჯობა", - წერს ხიდაშელი.