ვარაუდები პუტინის ორეულების შესახებ - "რუსეთის ლიდერი ადასტურებს, რომ 2000 წელს მას ორეულის გამოყენების გეგმა შესთავაზეს..."
ვლადიმერ პუტინი დონალდ ტრამპს ალასკაზე შეხვდა. ისტორიული სამიტი გუშინ შედგა. თემის გააქტიურებასთან ერთად, მედია აქტიურად წერს პუტინის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ და სხვადასხვა თეორიებსაც განიხილავს.
დასავლური სადაზვერვო სამსახურების მინიშნებების თანახმად, 72 წლის პუტინს ისეთი უმნიშვნელო დაავადებები აწუხებს, როგორიცაა "მოუსვენარი ფეხების სინდრომი", ან ისეთი სერიოზული დაავადებები - როგორიცაა კიბო და პარკინსონის დაავადება.მისმა გარეგნულმა ცვლილებებმა შექმნა ვარაუდები, რომ პუტინი იმუნური სისტემის გასაძლიერებლად სტეროიდებით მკურნალობს. სხვა თეორიებიც ბევრია...
მედია აქტიურად წერდა იმის შესახებაც, რომ პუტინი სხვადასხვა შეხვედრებზე მის ორეულებს აგზავნიდა. არსებობს ჭორი იმის შესახებაც, რომ სიცოცხლის გასახანგრძლივებლად, ის ირმის სისხლით ბანაობს...