"კაციჭამია" ლიკვიდირებულია" - რა ინფორმაცია ვრცელდება სეპარატისტთა სადაზვერვო ასეულის მეთაურზე?
უკრაინაში, თავდაცვის ძალების მიერ ლიკვიდირებულია კიდევ ერთი სამხედრო - ის ოკუპირებულ დონეცკში სადაზვერვო ასეულის მეთაური იყო.
ამ ინფორმაციას უკრაინული მედიაგამოცემა NEXTA LIVE-ი Telegram-არხზე ავრცელებს.
"დონეცკის სეპარატისტთა სადაზვერვო ასეულის მეთაური, კაპიტანი სერგეი მაშკინი, ზედმეტსახელად "კაციჭამია", ლიკვიდირებულია." - წერს გამოცემა.