მეუფე სპირიდონის სკანდალური ქადაგება უკრაინაზე - "გეი აქტივისტს რომ პრეზიდენტად აირჩევ, სასჯელს უნდა ელოდებოდე; ყოველ წელს "გეი პარადი" იმართება კიევში"
"ყოველ წელს "გეი პარადი" იმართება ღვთისმშობლის წილხვედრ კიევში. ამას უფალი არ გაპატიებს - გეი აქტივისტს რომ პრეზიდენტად აირჩევ, რა თქმა უნდა, სასჯელს უნდა ელოდებოდე" - ასე მიმართა სხალთის მიტროპოლიტმა, მეუფე სპირიდონმა, საკვირაო ქადაგებისას საქართველოს იმ მოქალაქეებს, რომლებიც უკრაინაში მიმდინარე ომის გამო რუსეთს აკრიტიკებენ.