loader

"ჰაერის ტემპერატურა ნული გრადუსის ქვემოთ დაფიქსირდება" - საქართველოში მომავალ კვირას ჰაერის ტემპერატურა მკვეთრად დაეცემა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ჰაერის ტემპერატურა ნული გრადუსის ქვემოთ დაფიქსირდება" - საქართველოში მომავალ კვირას ჰაერის ტემპერატურა მკვეთრად დაეცემა

საქართველოში მომავალ კვირას ღამის საათებში ყინვა გაძლიერდება, ჰაერის ტემპერატურა ნული გრადუსის ქვემოთ დაფიქსირდება, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ გარემოს ეროვნული სააგენტოს მონიტორინგისა და პროგნოზირების ცენტრის მოკლევადიანი პროგნოზების სამმართველოს უფროსმა დოდო გვაზავამ განუცხადა.

როგორც დოდო გვაზავა აღნიშნავს, მომავალ კვირას ნალექის ინტენსივობა შესუსტდება.

„13-14 მარტს თოვლის ინტენსივობა მოსალოდნელია დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში. მთიან და მაღალმთიან რაიონებში ყინვა მოიმატებს. ასევე ყინვა მოიმატებს აღმოსავლეთ საქართველოს ბარშიც. 16 მარტამდე ზოგ რაიონში მოსალოდნელია თოვა“,- განაცხადა დოდო გვაზავამ.