"არ ვიმალები, არავისი არ მეშინია" - ვოლოდიმირ ზელენსკი საკუთარ კაბინეტში გადაღებულ მორიგ ვიდეომიმართვას ავრცელებს
დღეს ჩვენი ბრძოლის, ჩვენი თავდაცვის მე-12 საღამოა. ყველანი იქ ვართ, ყველანი ვმუშაობთ, ყველა იქ არის, სადაც უნდა იყოს - მე კიევში ვარ, ჩემი გუნდი ჩემთანაა, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ვიდეომიმართვაში აცხადებს.
„აი, საღამოს კიევი, ჩვენი ოფისი. დღეს ჩვენი ბრძოლის, ჩვენი თავდაცვის მე-12 საღამოა. ჩვენ ყველანი ადგილზე ვართ, ყველა ვმუშაობთ. ყველა იქ არის, სადაც უნდა იყოს. მე კიევში ვარ, ჩემი გუნდი ჩემთანაა,“ - აცხადებს ზელენსკი.
მისი თქმით, კიევში დარჩენას აპირებს იმდენ ხანს, რამდენი ხანიც დასჭირდება ომში გამარჯვებას.
"არ ვიმალები, არავისი არ მეშინია. დავრჩები იმდენ ხანს, რამდენიც საჭირო იქნება ამ სამამულო ომში გასამარჯვებლად“, - აცხადებს ზელენსკი.