"უკრაინაში ჩავალ და ომის დროს დაობლებული ბავშვის ან ბავშვების დედა გავხდები!" - მაია ასათიანი თავის გადაწყვეტილებაზე
ჟურნალისტი მაია ასათიანი სოციალურ ქსელში წერს, რომ როგორც კი შესაძლებლობა ექნება, უკრაინაში ჩავა და დაობლებული შვილის ან შვილების დედა გახდება.
"ბოლო 5 წელია, ეს დღე ყველაზე მძიმეა ჩემთვის, როცა დედის დღეს მილოცავენ. თუმცა ჩემი ცხოვრების მთავარი გადაწყვეტილება სწორედ დღეს მივიღე... როგორც ეს შესაძლებელი იქნება, უკრაინაში ჩავალ და ომის დროს დაობლებული ბავშვის ან ბავშვების დედა გავხდები!" - წერს მაია ასათიანი.