ვრცელდება უახლესი კადრები ხარკოვიდან, რომელიც რუსებმა რაკეტებით დაბომბეს
რუსულმა საოკუპაციო ძალებმა ხარკოვში, „თავისუფლების მოედანზე“, სარაკეტო თავდასხმა განახორციელეს, - ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
მათივე ცნობით, „თავისუფლების მოედანზე“ ხარკოვის სამხარეო სახელმწიფო ადმინისტრაციის შენობებია განთავსებული.
მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით არ ვრცელდება.
ამასთან, საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო სამსახურის ინფორმაციით, გასული დღე-ღამის განმავლობაში ხარკოვის ოლქში 24 ხანძარი ლიკვიდირებულია, მათგან 19 - ქალაქ ხარკოვში.