loader

"რა მიხარია, შე იდიოტო, უკრაინაში ომი?" - მიხეილ სააკაშვილი ირაკლი ღარიბაშვილს პასუხობს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"რა მიხარია, შე იდიოტო, უკრაინაში ომი?" - მიხეილ სააკაშვილი ირაკლი ღარიბაშვილს პასუხობს

საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მსჯავრდებული მიხეილ სააკაშვილი, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს პასუხობს:

"რა მიხარია, შე იდიოტო, უკრაინაში ომი? პირველად ცხოვრებაში, ვეღირსე ნამდვილ კარგ სახლს, თქვენგან განსხვავებით, არა მოპარული ფულით. გუშინ იმ სახლთან რუსულმა BTR-ებმა ჩაიარეს. ხვალ ალბათ შიგნით შევლენ და ჩემს საწოლში დაიძინებენ. ასევე, ჩავლენ ჩემს ღვინის მარანში და ყველაფერს გამოწრუპავენ და ეს შემიძლია, მიხაროდეს?! მე ვარ უკრაინელი ოფიციალური პირი და მომეპყარით სათანადოდ, თუ ჩემს პრეზიდენტობას არ სცემთ პატივს." - წერს მიხეილ სააკაშვილი.

ცნობისთვის, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომის დაწყებისას განაცხადა: "მაშინ, როდესაც ხალხი იღუპება, აქ კონცერტებს მართავენ და ჟრიამული აქვთ ატეხილი - ვინმეს უფიქრია, სააკაშვილი რომ იყოს ხელისუფლებაში, დღეს სად ვიქნებოდით? ომი ჯერ თბილისში დაიწყებოდა, შემდეგ კიევში".