loader

“ქართველ ერს დღეს წარმოადგენს თანამედროვე სერგო ორჯონიკიძე“ - ნიკა მელია - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

“ქართველ ერს დღეს წარმოადგენს თანამედროვე სერგო ორჯონიკიძე“ - ნიკა მელია

“ქართველ ერს დღეს წარმოადგენს თანამედროვე სერგო ორჯონიკიძე, გავა წლები და ტოლობის ნიშანი უფრო მკაფიოდ დაისმება მასსა და ირაკლი ღარიბაშვილს შორის“, - ასე აფასებს „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელია საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის მიერ დღეს გაკეთებულ განცხადებებს.

ნიკა მელიას შეფასებით, ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე ქართველების სახელით კარი მოუხურა ევროპას, უარი უთხრა ქართველებს დასავლურ პერსპექტივებზე და ჩვენი სახელით უარი თქვა ქართველების ისტორიულ არჩევანზე.

,,გუშინ გერმანიის კანცლერმა თქვა, რომ პუტინი ცდილობს ევროპის საზღვრების და ევროპის შეცვლას მისი წარმოდგენების მიხედვით, რის შესაძლებლობასაც დასავლური ცივილიზებული სამყარო არ მივცემთო. გერმანიის კანცლერი გამოხატავდა მთელი განვითარებული ევროპის პოზიციას. ამ დროს საქართველოში ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე ქართველების სახელით კარი მოუხურა ევროპას, უარი უთხრა ქართველებს დასავლურ პერსპექტივებსა და დაცულ მომავალზე, მთავრობის მეთაურმა ჩვენი სახელით თქვა უარი ქართველების ისტორიულ არჩევანზე.

ამ დროს უნდა ჩამოვყალიბდეთ, ჩვენ ვის წარმოვადგენთ და ვის წარმოადგენს ირაკლი ღარიბაშვილი. ის წარმოადგენს არავის, გარდა რუსული ინტერესებისა. მაშინ, როდესაც ჩვენი სახელით ისტორიულ მომავალზე უარს ამბობს ქვეყნის პრემიერ-მინისტრი, ქართველები მეტად უნდა ვაქტიურობდეთ, ვინაიდან ეს არის ისტორიული გამოწვევა, რომლის წინაშეც დაგვაყენა ღარიბაშვილმა. წილი ყარა და არ დადგა არც გერმანიის კანცლერთან, არც ზელენსკისთან ან ბაიდენთან, ის დადგა ლუკაშენკოსთან, კადიროვთან და პუტინთან. მოვიდა დრო, როდესაც ქართველმა ხალხმა მთელ მსოფლიოს გავაგონოთ, რომ ხელისუფლება არ წარმოადგენს ქართველ ხალხს“, - აღნიშნა ნიკა მელიამ.