loader

"ნიკა კვარაცხელიას შეუთვალა, მის მეგობარ გოგონასთან კომუნიკაციისაგან თავი შეეკავებინა" - რა ახალ დეტალებს ჰყვება ბრალდებული გიორგი კავილაძე? - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ნიკა კვარაცხელიას შეუთვალა, მის მეგობარ გოგონასთან კომუნიკაციისაგან თავი შეეკავებინა" - რა ახალ დეტალებს ჰყვება ბრალდებული გიორგი კავილაძე?

22 წლის ნიკა კვარაცხელიას განზრახ მკვლელობაში ბრალდებული გიორგი კავილაძის ინფორმაციით, მკვლელობაში მეორე ბრალდებულმა აკო ჭელიძემ 15 სექტემბერს უთხრა, რომ ნიკა კვარაცხელიას შეუთვალა, მის მეგობარ გოგონასთან კომუნიკაციისაგან თავი შეეკავებინა, თუმცა კვარაცხელიამ ეს არ გაითვალისწინა, რის გამოც მისი პირადად ნახვა სურდა.

როგორც გიორგი კავილაძემ სასამართლოს პროცესზე დაკითხვის დროს განაცხადა, 15 სექტემბერს, 16:00 საათზე, აკო ჭელიძე გადავიდა მანქანიდან, რა დროსაც 10-მდე გასროლის ხმა გაიგო და სარკიდან დაინახა, რომ აკო ჭელიძე მანქანისკენ გამორბოდა, რომელმაც უთხრა, რომ კვარაცხელია დაჭრა.

„15 სექტემბერს, დილით დავურეკე აკო ჭელიძეს, 10-11 საათი იქნებოდა, გამოვედი ჩემი კუთვნილი ავტომობილით. მითხრა, სადაც გუშინ დამტოვე, იქ გამომიარეო. გავუარე აბაშიძის ქუჩაზე. ტელეფონში მითხრა, რაღაც საქმეები მაქვს, ალბათ, ვერ გამოგყვებიო, გამოგივლი და დავილაპარაკოთო. მითხრა, რომ ადამიანი ჰყავდა სანახავი და უნდა დალაპარაკებოდა, ეს ადამიანი იყო ნიკოლოზ კვარაცხელია. მითხრა, რომ 2 კვირის წინ შეუთვალა რაღაც, რაც არ გაითვალისწინა. გამომდინარე აქედან, პირადად უნდა ენახა. ეს ეხებოდა გოგოს და გოგოსთან დაკავშირებით შევუთვალე, რომ თავი შეეკავებინა მასთან კომუნიკაციისაგან, რაც არ გაითვალისწინაო. საუბარია ალეკოს მეგობარ გოგონაზე.

მანამდე ეს შეთვლა მოხდა კონკრეტული ადამიანის პირით, თუმცა ვინ იყო ეს ადამიანი, არ ვიცი. მითხრა, რომ დავურეკო, არ შემხვდება და თავს შეიკავებს შეხვედრისგან, ამიტომ შემთხვევით ქუჩაში თუ გადავეყრებიო.

შევთავაზე ალეკოს, რომ გავყვებოდი მის საქმეზე, რის შემდეგაც გამომყვებოდა ბორჯომში, ჩემს საქმიანობაზე. გადავჯექი ნაქირავებ მანქანაში და დავითანხმე, რომ ჯერ გავყვებოდი, რის შემდეგაც წავიდოდით ჩემს საქმეზე. მითხრა, საცხოვრებელი სახლი და ქუჩა მიახლოებით ვიციო, რის შემდეგაც წავედით ანჯაფარიძის ქუჩის მახლობლად. მითხრა, რომ ჰყავდა ,,რენჯ როვერი”.

200 მეტრი იყო ჩვენ მანქანებს შორის დაშორება. მივუახლოვდით მანქანას და მითხრა, გამეჩერებინა. გადავიდა მანქანიდან, რა დროსაც გავიგე 10-მდე გასროლის ხმა. საერთოდ ვერ წარმომედგინა, რომ ჩვენთან შეიძლება დაკავშირებული ყოფილიყო ეს ხმები. სარკიდან დავინახე, რომ მანქანისკენ გამორბოდა. მითხრა, ჩქარა წადი აქედანო, აკანკალებული ხმით მელაპარაკებოდა. რაღაც პერიოდი უნარიც არ ჰქონდა, ეპასუხა, რა მოხდა. ბოლოს მითხრა, დავჭერიო”, - აღნიშნა გიორგი კავილაძემ.