loader

“კიევში 400-ზე მეტი დაქირავებული მებრძოლი იმყოფება, რომლებსაც ვოლოდიმირ ზელენსკის მკვლელობა აქვთ დავალებული“ - The Times - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

“კიევში 400-ზე მეტი დაქირავებული მებრძოლი იმყოფება, რომლებსაც ვოლოდიმირ ზელენსკის მკვლელობა აქვთ დავალებული“ - The Times

კიევში 400-ზე მეტი დაქირავებული მებრძოლი იმყოფება, რომლებსაც კრემლისგან უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის მკვლელობა აქვთ დავალებული, - ინფორმაციას The Times-ი ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, გასამხედროებულმა ფორმირებამ, „ვაგნერის ჯგუფმა“, რომელსაც პრეზიდენტ პუტინის ერთ-ერთი უახლოესი მოკავშირე მართავს, ხუთი კვირის წინ აფრიკიდან დაქირავებული ჯარისკაცები ჩამოიყვანა და სოლიდური ფინანსური სარგებლის სანაცვლოდ, პრეზიდენტ ზელენსკისა და მისი მთავრობის წევრების ლიკვიდაცია დაავალა.

The Times-ი წერს, რომ მათი მისიის შესახებ ინფორმაცია უკრაინის მთავრობისთვის შაბათს დილით გახდა ცნობილი. რამდენიმე საათის შემდეგ კიევმა 36-საათიანი „კომენდანტის საათი“ გამოაცხადა და მოსახლეობა გააფრთხილა, რომ გარეთ გასვლის შემთხვევაში კრემლის აგენტებად ჩაითვლებოდნენ და ლიკვიდაციის საფრთხე დაემუქრებოდათ.