"ჩაიკეტოს საჰაერო სივრცე პუტინის რუსეთისთვის და აღარ მაუწყებლობდეს პროპაგანდისტული არხები" - ნიკა მელიას საგანგებო განცხადება
"ჩაიკეტოს საჰაერო სივრცე პუტინის რუსეთისთვის და აღარ მაუწყებლობდეს პროპაგანდისტული არხები" - ნიკა მელიას საგანგებო განცხადება
"ჩაიკეტოს ქართული საჰაერო სივრცე პუტინის რუსეთისთვის და ამით დავიცვათ უკრაინა და მთელი ეს პროპაგანდისტული არხები პუტინის რუსეთისა, საქართველოში აღარ უნდა მაუწყებლობდეს" - ამის შესახებ ენმ-ის ლიდერმა ნიკა მელიამ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა და საქართველოს ხელისუფლებას მიმართა.
ნიკა მელია ამბობს, რომ იმ დროს, როცა გმირი უკრაინელები მტრის ბოროტებას ებრძვიან და იგერიებენ და მათ გარშემო მთელი უკრაინა გაერთიანდა, საქართველოს ხელისუფლება დუმს.