loader

კიევში რუსმა დივერსანტებმა ერთი ოჯახის სამი წევრი მოკლეს, მათ შორის ერთი ბავშვია - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

კიევში რუსმა დივერსანტებმა ერთი ოჯახის სამი წევრი მოკლეს, მათ შორის ერთი ბავშვია

კიევში რუსეთის დივერსიულ-სადაზვერვო დაჯგუფებამ ცეცხლი გაუხსნა ავტომობილს, რომლითაც 5 მშვიდობიანი მოქალაქე გადაადგილდებოდა.

კიევის საქალაქო საბჭოს მდივნის, ვოლოდიმირ ბონდარენკოს ინფორმაციით, სროლის შედეგად ავტომობილში მყოფი ერთი ოჯახის 3 წევრი დაიღუპა - ცოლ-ქმარი და მე-4 კლასელი გოგონა.

"მას პოლინა ერქვა. კიევის №24 სკოლის მე-4 კლასის მოსწავლე იყო. ის და მისი მშობლები თელიგაში რუსმა დივერსანტებმა დახვრიტეს", - წერს ბონდარენკო.

სროლის დროს მძიმედ დაშავდა ავტომობილში მყოფი კიდევ 2 ადამიანი. ერთ-ერთი მათგანი რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული.