loader

რა ხდება ამ წუთებში პარლამენტთან? - კადრები ადგილიდან - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

რა ხდება ამ წუთებში პარლამენტთან? - კადრები ადგილიდან

პარლამენტის შენობის წინ, სადაც უკრაინის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს, საავტომობილო მოძრაობა გადაიკეტა რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე საავტომობილო მოძრაობა გადაიკეტა. გზის გადაკეტვა ტერიტორიაზე მიმდინარე უკრაინის მხარდამჭერ აქციას უკავშირდება.

აქციის მონაწილეებს სრულად აქვთ დაკავებული როგორც საკანონმდებლო ორგანოს წინ არსებული ტერიტორია, ისე მისი მიმდებარე საავტომობილო გზაც.

ადგილზე მობილიზებულია პოლიცია.

აქციის მონაწილეებმა უკრაინის ჰიმნი გააჟღერეს.

ცნობისთვის, პარლამენტთან უკრაინის მხარდასაჭერი აქცია მიმდინარეობს. საკანონმდებლო ორგანოსთან იმყოფებიან როგორც რიგითი მოქალაქეები, ისე პოლიტიკოსები და სამოქალაქო აქტივისტები.