"ჯერჯერობით კიევის აღების არანაირი სიმპტომი არ ჩანს" - გიორგი ვაშაძე უკრაინაში იმყოფება
"ჯერჯერობით კიევის აღების არანაირი სიმპტომი არ ჩანს - პირველი შეტევები უკრაინამ მოიგერია, ვხედავთ, რომ დასავლეთიც უფრო გონს მოდის", - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებელის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ კიევიდან ჩართვისას განაცხადა.
გიორგი ვაშაძის შეფასებით, "რუსეთს უკრაინაში მარტივი გასეირნება არ აქვს, რაც დაგეგმილი ჰქონდა".