"ყველა აქ ვართ... ვიცავთ ჩვენს დამოუკიდებლობას" - ვოლოდიმირ ზელენსკი მიმართვას ავრცელებს
"ყველა აქ ვართ... ვიცავთ ჩვენს დამოუკიდებლობას" - ვოლოდიმირ ზელენსკი მიმართვას ავრცელებს:
„საღამო მშვიდობისა. ფრაქციების ლიდერი აქ არის, პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელი აქ არის, პრემიერ-მინისტრი შმიგალი აქ არის, პოდოლიაკი აქ არის, პრეზიდენტი აქ არის. ყველა აქ ვართ. ჩვენი ჯარი აქ არის. მოქალაქეები აქ არიან. ვიცავთ ჩვენს დამოუკიდებლობას, ჩვენს სახელმწიფოს. დიდება ჩვენს დამცველებს. დიდება უკრაინას“, – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.