"საშინელება ხდება, ახლა თავშესაფარს ვეძებ ჩემი ბავშვებისთვის" - რას ჰყვება ქართველი ქალი, რომელიც კიევში იმყოფება
2022 წლის 24 თებერვალს რუსული არმია უკრაინის ტერiტორიაზე შეიჭრა. დასავლელი პარტნიორების მოწოდებებისა და სანქციების მიუხედავად, მეორე დღეა, რაც ობოლონის ოლქში, რომელიც კიევიდან 9 კილომეტრში მდებარეობს, ცეცხლი არ შეწყვეტილა, ისევე, როგორც ყირიმის ჩრდ. ნაწილსა და ხარკოვის ოლქებში.
ვოლოდიმერ ზელენსკი რუს მოსახლეობას მიმართავს, რომ ომის შეჩერებაში მშვიდობიან მოქალაქეებს ლომის წილი აქვთ, რამდენიმე საათში საპროტესტო გამოსვლებიც იწყება, თუმცა ამას, რა თქმა უნდა, ომის ანატომიისთვის წერტილი არ დაუსვამს.