loader

"ყოფილი მთავარსარდალი მიწაზე გართხმული აჩვენებდა მთელ მსოფლიოს თავის სამარცხვინო საქციელს'" - ირაკლი ღარიბაშვილი - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ყოფილი მთავარსარდალი მიწაზე გართხმული აჩვენებდა მთელ მსოფლიოს თავის სამარცხვინო საქციელს'" - ირაკლი ღარიბაშვილი

პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, უკრაინაში განვითარებული მოვლენების გამო პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე მისვლას არ აპირებს.

როგორც ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, ოპოზიციის ამოცანა არის პროვოკაციების მოწყობა და იმ უბედურების გამეორება, რომელიც 2008 წლის აგვისტოს ომში ვერ აირიდეს.

„რა თქმა უნდა, არ მივალ. მე მაქვს ჩემი საქმე, პარლამენტს თავისი საქმე აქვს. ომი უკრაინაში მიმდინარეობს. ჩვენ შეშფოთებით და დიდი ყურადღებით ვაკვირდებით იქ განვითარებულ მოვლენებს, ეს ერთი და მეორე - უპასუხისმგებლობა, მავნებლობაა ის პოლიტიკა და ის უსარგებლო ხმაური, რასაც ჩვენი ოპონენტები აკეთებენ. არაფრისმომცემი, ეს პირიქით, ეწინააღმდეგება ჩვენი ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს. მათი ამოცანა არის პროვოკაციების მოწყობა და იმ უბედურების გამეორება, რომელიც 2008 წლის აგვისტოს ომში ვერ აირიდეს. ამაზე მინდა გითხრათ, 2008 წლის ომში, მაშინ, როცა ჩვენი გმირი ჯარისკაცები თავგანწირვით ომობდნენ, მაშინდელი ხელისუფლება, კარგად გახსოვთ, ყოფილი მთავარსარდალი მიწაზე გართხმული აჩვენებდა მთელ მსოფლიოს თავის სამარცხვინო საქციელს, პარლამენტის წევრები კი საზღვარგარეთ გარბოდნენ“, - განაცხადა პრემიერმა.