"გვაქვს ინფორმაცია, რომ რუსეთის დივერსიული ჯგუფები კიევში შემოვიდნენ" - ვოლოდიმირ ზელენსკი სპეციალურ მიმართვას ავრცელებს
პრეზიდენტმა ვლადიმერ ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსული დივერსიული ჯგუფები უკრაინის დედაქალაქ კიევში შევიდნენ. ამის შესახებ CNN-ი ზელენსკის ვიდეომიმართვაზე დაყრდნობით წერს.
„ჩვენი ინფორმაციით, მტერმა მე მომნიშნა პირველ სამიზნედ, ჩემი ოჯახი, როგორც სამიზნე ნომერი - 2. მათ სურთ უკრაინის პოლიტიკური განადგურება სახელმწიფოს მეთაურის განადგურებით. ჩვენ გვაქვს. ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მტრის დივერსიული ჯგუფები შემოვიდნენ კიევში“, - განაცხადა მან.