სერიალ "ნიკიტას" ახალი ფილმი საქართველოს ტახტის მემკვიდრის გადარჩენაზეა
ინტერნეტ-საიტებზე პოპულარი სერიალის, "ნიკიტას" ახალი სერიები გამოჩნდა. ერთ-ერთ სერიაში ნიკიტა საქართველოს სამეფო ტახტის მემკვიდრის გადარჩენას ცდილობს.
როგორც სერიის ანოტაციაშია ნათქვამი, სარა ნიკიტას აძლევს პირველ დავალებას, როგორც საიდუმლო განყოფილების აგენტს. ნიკიტამ საქართველოს ტახტის მემკვიდრის მოკვლის გეგმა უნდა ჩაშალოს.
იგი ცდილობს, დახმარებისთვის პრინცის მეუღლეს მიმართოს, მაგრამ აღმოჩნდება, რომ ისიც ამ გეგმაშია ჩართული. ტახტის მემკვიდრის მეუღლე ელექტროშოკის გამოყენებით ნიკიტას გონებას დააკარგვინებს.
გამოღვიძებისას ნიკიტა სასწრაფოდ მიდის პრინცის გადასარჩენად, ამ დროს გალა-წვეულებას თავს ესხმიან ქართველ მეამბოხეებად შენიღბული განყოფილების წევრები.
პრინცი უხსნის ნიკიტას, რომ მისი ქორწინება, უბრალო ბიზნესგარიგება იყო და მას თავისი ასისტენტი უყვარს. ისინი საფრთხეში არიან, მაგრამ პრინცი ასისტენტის გარეშე მუზეუმს არ ტოვებს.
ფილმი, სერიალების სტილში, საბოლოოდ კეთილი ძალების გამარჯვებით სრულდება.
საინფორმაციო პორტალი ამბები.გე