loader

"5 500 ევროა საჭირო, პროფესიონალია" - რას ჰყვება გოგო, რომლის მშობლებმა ათასობით ევრო დაკარგეს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"5 500 ევროა საჭირო, პროფესიონალია" - რას ჰყვება გოგო, რომლის მშობლებმა ათასობით ევრო დაკარგეს

უკიდურესი გაჭირვების გამო საქართველოს ათობით მოქალაქემ ოჯახების გადასარჩენად სამუშაოდ ავსტრალიაში გადაწყვიტა წასვლა, ვიზების მოსაპოვებლად კი მათ ინფორმაცია სოციალურ ქსელში მოიძიეს და ამ "ფეისბუკგვერდს", "ქართველები ავსტრალიაში", მიმართეს. მათ დაარწმუნეს, რომ ისინი ავსტრალიაში უპრობლემოდ ჩავიდოდნენ და დასაქმდებოდნენ. უფრო მეტიც, მათ „ფეისბუკში“ უცხო ადამიანები უკავშირდებოდნენ და არწმუნებდნენ, რომ ისინი სწორედ ამ ადამიანების დახმარებით ჩავიდნენ ავსტრალიაში. მათაც დაუჯერეს და ნასესხები 10-ათასობით ევრო თაღლითების ჯგუფს გადაუხადეს. მოგვიანებით მიხვდნენ, რომ მოტყუვდნენ, თუმცა უკვე გვიანი იყო.