loader

“3 ადამიანი მირტყამდა, მითხრეს, მავანისგან არისო... დამეხმარეთ, ხალხო“ - გიორგი მასხულია მისი ცემის დეტალებს ჰყვება - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

“3 ადამიანი მირტყამდა, მითხრეს, მავანისგან არისო... დამეხმარეთ, ხალხო“ - გიორგი მასხულია მისი ცემის დეტალებს ჰყვება

“არ გეგონოთ, ვინმეს თავს გახვევდეთ რამეს, უბრალოდ მინდა გვერდით დამიდგეთ. სამი ადამიანი მირტყამდა გამეტებით კლუბ “ოთახთან“. დაცვაც ეხმარებოდა, და ასე მითხრეს, ეს მავანისგანო. რა დავუშავე ამ კაცს, 5 წელია, მეტი, რაც ჟურნალისტურ დევნას ახორციელებს ჩემზე. სამართალი არ არსებობს? რა უნდა ჩემგან ამ ადამიანს, რას მერჩის? მიიღეთ ზომები, დამიდექით გვერდით, გთხოვთ, ხალხნო. ნუთუ არ დაიღალეთ ხალხის ბულინგით, ცემით, მკვლელობით, მაინცდამაინც თავი მოვიკლა ამ ადამიანის გამო? გთხოვთ, დამიდექით გვერდით...

რომ მირტყამდნენ, მითხრეს, ეს მავანისგანო დაკვეთა არისო. რატომ, რა დავაშავე? მე ვემსახურები საქართველოს კულტურას და ამის ღირსი ვარ? დააკავეთ ყველა, მიიღეთ რეაგირება, შიმშილობას მოვაწყობ, თუ ამ ყველაფერს წერტილი არ დაესმება!“ - წერს გიორგი მასხულია და ვიდეოს აქვეყნებს.