დონბასში, უკრაინის შეიარაღებული ძალების პოზიციაზე, დეპუტატებსა და ჟურნალისტებს ცეცხლი გაუხსნეს - მედია
ფრაქცია „ხალხის მსახურის“ დეპუტატებსა და უცხოური მედიის წარმომადგენლებს დონბასში გაერთიანებული ძალების ოპერაციის ზონაში, უკრაინელი სამხედროების ერთ-ერთ პოზიციაზე ცეცხლი გაუხსნეს. ამის შესახებ ინფორმაცია ფრაქცია „ხალხის მსახურის“ პრესმდივანმა იულია პალიიჩუკმა „ტელეგრამის“ გვერდზე გაავრცელა.
„ერთ-ერთ პოზიციაზე სახალხო დეპუტატებსა და უცხური მედიის წარმომადგენლებს ცეცხლი გაუხსნეს, რის შემდეგაც მათი თავშესაფარში ევაკუაცია განხორციელდა,“- განაცხადა ფრაქციის პრეს-მდივანმა.
უკრაინული მედიის ინფორმაციით, ფრაქცია „ხალხის მსახურის“ თავმჯდომარე დავიდ არახამია და სხვა სახალხო დეპუტატები გაერთიანებული ძალების ოპერაციის ზონაში დღეს ჩავიდნენ.